სოციალური სამართლიანობის ცენტრმა პროკურატურას მიმართა. არასამთავრობო ორგანიზაცია გელათის საქმეზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ უკვე ხარვეზიანი რეაბილიტაციის კონსერვაციის სამუშაოები, რომელიც თეა წულუკიანის მინისტრობის დროს, 2021-2022 წლებში განხორციელდა, სამოხელეო დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაცია 2014 წელს დაიწყო, თუმცა არასწორად მოწყობილი გადახურვის გამო მალევე კრიტიკულად დაზიანდა კედლის მხატვრობა. მოგვიანებით, კედლებზე ჩამოსული წყლისგან ფრესკების დასაცავად გელათის მთავარ ტაძარს თუნუქის დროებითი გადახურვა დაადგეს, რომელმაც არსებული პრობლემა კიდევ უფრო დაამძიმა.
იხილეთ: