25 ახალი შემთხვევიდან 9 "დონას" კლასტერია , 1-ის წყარო კი უცნობია

გამოქვეყნდა:

კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 9 საკონდიტრო "დონას" კლასტერია. ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის თქმით, 8 შემთხვევა სხვა ინფიცირებულ პაციენტთან კონტაქტია; 3 - იმპორტირებული შემთხვევაა, მათგან 1 - სატვირთო ავტომობილის მძღოლია. 1 ინფიცირებული "ავერსის" რუსთავის ფილიალის თანამშრომელია, ხოლო 1-ის ინფიცირების წყარო უცნობია. 

ინფექციურ საავადმყოფოში კი ამჟამად 15 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან სამი მძიმე მდგომარეობაშია.

დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 8 პაციენტი.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი