შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთავში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, კ.ბ. დააკავეს.
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "მთავარის" ინფორმაციით, დაკავებული კახა ბადრიაშვილია.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი უთანხმოების შედეგად, 1976 წელს დაბადებულ ვ.მ.-ს ყელის არეში სასიკვდილო დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მუხლით მიმდინარეობს.