მრავლობითი ჭრილობით, ყელის ზურგისა და თავის არეში ქეთი ჯავახიშვილის ცხედარი დღეს სახლთან ახლოს, თხრილში იპოვეს. მკვლელობის ადგილიდან ამოღებულია მობილური ტელეფონიც, რომელიც ბევრ ინფორმაციას ინახავს, მათ შორის, საზარელ დანაშაულთან დაკავშირებითაც. 22 წლის ახალგაზრდის ოჯახი ვარაუდობს, რომ სწორედ სატელეფონო ზარის შემდეგ გავიდა გოგონა მკვლელთან შესახვედრად
"მთავარი არხის" ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე პოლიციას უკვე იდენტიფიცირებული ჰყავს. მამაკაცს, რომელიც ახალაზრდა ქალს სასტიკად გაუსწორდა, პოლიცია მთელ ქვეყანაში ეძებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით არის დაწყებული, მოტივი უცნობია. თუმცა სამართალდამცველები რამდენიმე ვერსიაზე მუსაობენ, მათ შორის განიხილება ფულის გამოძალვის და შურისძიების ვერსიებიც.
უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, "მთავარი არხი" სავარაუდო დამნაშავის ვინაობას არ ასახელებს.