
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში 3 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა. ეს ჩოხატაურში დაინფიცირების რიგით მეორე შემთხვევაა, და ე. წ. დონას კლასტერს უკავშირდება.
ამ დროისთვის გურიაში, რომელიც აქამდე მწვანე ზონად ითვლებოდა, კორონავირუსის სამი შემთხვევა ფიქსირდება.
კორონავირუსით დაინფიცირებულია ოზურგეთში, სოფელ ასკანაში მცხოვრები პირი რომელიც მედიკოსების დასკვნას არ ენდობა.
მას კავშირი ჰქონდა, ჩოხატაურში მცხოვრებ ინფიცირებულთან.
დღეს ქვეყანაში სულ კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დადასტურდა.