დასახვეწია მოსამართლეთა შერჩევის მექანიზმი, მნიშვნელოვანია დაისვას კითხვა, რატომ არის დაბალი ინტერესი ამ პროფესიის მიმართ | უზენაესის მოსამართლე

გამოქვეყნდა:

გავხადოთ მართლმსაჯულება ყველასთვის ხელმისაწვდომი - ამ სლოგანით თბილისში  USAID-ის  სამართლის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში მორიგი ღონისძიება იმართება, რომელსაც ესწრებიან როგორც სასამართლოს ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე სამოქალაქო სექტორი, ოპოზიციისა და ქართული ოცნების წევრები.  

კონფერენციის მიზანია მართლმსაჯულების გამჭვირვალობის, სანდოობისა და ხელმისაწვდომობის ზრდა და ამ სფეროში არსებული გამოწვევების მიმოხილვა. ღონისძიებას ესწრება ამერიკის ელჩიც:

"ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს აქ ვიმყოფები სადაც აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებების, ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად განვიხილავთ ისეთ საკითხს, როგორიც არის ადამიანის უფლებების დაცვა და მოქალაქეების ხელმისაწვდომობა სამართლებრივ სერვისებზე. საქართველოში ამ მიმართულებით არის პროგრესი და ეს აღიარებულია ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსის მინიჭებით. USAID დახმარებით და ფართო ჩართულობით ამ საკითხებზე მსჯელობა და პროგრესის მიღწევა გრძელდება, რადგან ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის ძლიერი ძალიან მნიშვნელოვანია, სანდო სასამართლო სისტემა, რომელიც იცავს ადამიანის უფლებებს და ჩვენ ამ მიმართულებით საქართველოსთან გავაგრძელებთ თანამშრომლობას." - განაცხადა რობინ დანიგანმა.   

"მთავარ არხთან" კომენტარი გააკეთა უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ბაქაქურმა. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებებზე, რომ სასამართლო სისტემა დახურულია და  სასამართლო კლანის გარეშე შეუძლებელია წინსვლა, ბაქაქური პასუხობს, რომ დასახვეწია მოსამართლეთა შერჩევის მექანიზმი, რადგან ბოლო ტენდენციებით, მოსამართლის პროფესიის მიმართ დაბალი ინტერესია.

"დასახვეწია ალბათ მექანიზმი, რომელიც მოსამართლეთა შერჩევას ითვალისწინებს. ბოლო ტენდენციები ადასტურებს, რომ ვაკანსიები უფრო მეტია, ვიდრე მიმართვიანობა და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დაისვას კითხვა, რატომ ხდება ასე და რატომ არის დაბალი ინტერესი ამ პროფესიის  მიმართ" - ამბობს უზენაესის მოსამართლე.  

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი