გრიპი და კორონავირუსი ერთად - ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ გრიპის სეზონი მოახლოვდა და ეს იქნება პირველი სეზონი, როცა ორივე ვირუსი ერთად იქნება აქტიური.
გამყრელიძის თქმით, ვითარება სახიფათოა და მოსახლეობა, განსაკუთრებით კი რისკჯგუფები გრიპზე უნდ აიცრან:
გრიპის კლინიკური სურათი და კოვიდის კლინიკური სურათი, თითქმის იდენტურია, კლინიკური გარჩევა რთულია, გარჩევა ძირითადად ლაბორატორიულად ხდება...ამას მსოფლიო ყურადღებით ეკიდება, ეს პირველი სეზონი იქნება, როცა გრიპი და კორონავირუსული ინფექცია ერთად იქნება, ანუ თანაარსებობა იქნება. ერთი მხრივ, ეს ძალიან საფრთხილოა, რადგან ურთიერთდამძიმების პოტენციალი შეიძლება ჰქონდეთ. ამიტომ, ოქტომბრის შუა რიცხვებიდან ჩვენთან გრიპზე რისკჯგუფების აცრა დაიწყება და რისკჯგუფები აუცილებლად უნდა აიცრან." ამბობს გამყრელიძე.
მისი ინფორმაციით, სახელმწიფოს რისჯგუფებისთვის 135 000 დოზა აქვს ნაყიდი, ასევე შეკვეთები აქვს კერძო სექტორსაც და წელს გრიპის აცრა უფრო გაფართოვდება.