კარანტინის ვადა შესაძლოა კიდევ შემცირდეს

გამოქვეყნდა:

კარანტინისა და იზოლაციის ვადა შესაძლოა კიდევ შემცირდეს. განცხადება ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა,  ამირან გამყრელიძემ გააკეთა

„კარანტინი უკვე შემცირებულია 14-დან 12 დღემდე. ახლა რამდენიმე მექანიზმი დამუშავების პროცესშია, იგივე რვა დღე და შემდეგ ტესტირება, ან კიდევ სხვა მიდგომები. გარკვეული ცვლილებები შეიძლება იყოს“, – ამბობს გამყრელიძე.

მთავრობის კარანტინისა და იზოლაციის ვადა 14-დან 12 დღემდე აგვისტოში შეამცირა.

დღევანდელი მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში - 6020 ადამიანია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი