აბაშაში ქვეითად მოსიარულე მამაკაცს სატვირთო ავტომობილი შეეჯახა. ქვეითი ადგილზე დაიღუპა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.