აი ასეთია გამოძიების სტანდარტი, როცა საქმე ეხება სამართალდამცველების მხრიდან სავარუდო გადაცდომის ფაქტებს. მაგრამ არანაკლებ რთულადაა ვითარება მაშინ, როცა კონკრეტული გარდაცვალების გამოძიება სპეციფიურ ცოდნას და სამედიცინო ექსპერტიზას მოითხოვს.
ყველას კარგად გვახსოვს მეგი ბაქრაძის ისტორია - მედდა, რომელსაც დროულად ვერ გაუკეთეს ადრენალინი და რომელიც ანეფილაქსიური შოკით გარდაიცვალა. ამ შემთხვევაში მხოლოდ გამოძიების კომპეტენტურობამ და საზოგადოების მაღალმა ინტერესმა განაპირობა ის, რომ საქმე ბოლომდე იქნა გამოძიებული და კონკრეტული მედპერსონალის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგა. მაგრამ ახლა ერთი ახალგაზრდა მამაკაცის საქმეზე გაჩვენებთ, რომ ამგვარი შემთხვევებზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა თითქმის შეუძლებელი ხდება სწორედ ხარვეზებით წარმართული გამოძიების გამო.
33 წლის გიორგი თორია ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში კვლევებზე მივიდა. ექიმმა კორონოგრაფიული კვლევა დანიშნა, თუმცა კლინიკიდან გიორგი ცოცხალი აღარ გამოსულა. აქვე ერთი დეტალი, იმ კლინიკის ერთ-ერთი მეწილე, სადაც ტრაგედია მოხდა - "ქართული ოცნების" დეპუტატს ზაზა ლომინაძეს ეკუთვნის, რომელიც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეცაა. შესაძლოა ამ საქმეზე შექმნილი ბუდნოვანება სწორედ ამ პოლიტიკურ გავლენებთანაც კი იყოს კავშირში.