ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის გაცემული 9 პირობიდან ერთ-ერთი მართლმსაჯულებას ეხება, რომლის თანახმადაც, საქართველოს ხელისუფლების ვალდებულებაა, დაასრულოს და განახორციელოს ყოვლისმომცველი და ეფექტიანი სასამართლო რეფორმა.
მე-6 პირობაში ნათქვამია, რომ საჭიროა, გატარდეს უფრო ფართო რეფორმა სასამართლო სისტემაში, კერძოდ - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად:
კერძოდ, შეიქმნას კეთილსინდისიერების საგანგებო შემოწმების სისტემა, რომელშიც ჩაერთვებიან საერთაშორისო ექსპერტები, რომლებსაც ამ პროცესში ექნებათ გადამწყვეტი როლი, რათა შემოწმდეს კანდიდატებისა და სასამართლო სისტემაში ლიდერულ თანამდებობებზე უკვე დანიშნული პირების კეთილსინდისიერება.
იგულისხმება ყველა წამყვან პოზიციაზე მყოფი პირის, კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების და სასამართლოების თავმჯდომარეების კეთილსინდისიერების შემოწმება.
გარდა ამისა, შეიქმნას სისტემა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების პერმანენტული და პერიოდული შემოწმების მიზნით, რომელშიც ჩართულები იქნებიან საერთაშორისო ექსპერტები საზედამხედველო და საკონსულტაციო მანდატით.
"სასამართლოს გუშაგი" აქვეყნებს იმ პირთა სიას, რომლებსაც ევროკავშირის მე-6 პირობიდან გამომდინარე, მათი აზრით, კეთილსინდისიერების საგანგებო შემოწმებას ექვემდებარებიან. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ კეთილსინდისიერების შემოწმებას ექვემდებარება საქართველოს არა ყველა, არამედ დაახლოებით 60 პირი, რომლებსაც უკავიათ წამყვანი პოზიციები სასამართლო სისტემაში, შესაბამისად წინამდებარე (სავარაუდო) სია სწორედ ამ პრინციპით იქნა შედგენილი.
1. ნინო ქადაგიძე - თავმჯდომარე
2. გიორგი მიქაუტაძე - თავმჯდომარის მოადგილე
3. შალვა თადუმაძე - თავმჯდომარის მოადგილე
4. მერაბ გაბინაშვილი
5. ვლადიმერ კაკაბაძე
6. რევაზ ნადარაია
7. თამარ ოქროპირიძე
8. გენადი მაკარიძე
9. მაია ვაჩაძე
10. გოჩა აბუსერიძე
11. მამუკა ვასაძე
12. ნუგზარ სხირტლაძე
13. ლაშა ქოჩიაშვილი
14. მირანდა ერემაძე
15. გიორგი გოგიაშვილი
16. ბიძინა სტურუა
17. ლევან მიქაბერიძე
18. თეა ძიმისტარაშვილი
19. ლევან თევზაძე
20. ნინო სანდოძე
21. ამირან ძაბუნიძე
22. ქეთევან ცინცაძე
23. ლალი ფაფიაშვილი
24. თამარ ზამბახიძე
1. ნიკოლოზ მარსაგიშვილი - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი
2. ლევან მურუსიძე
3. დიმიტრი გვრიტიშვილი
4. თემურ გოგოხია
5. ბადრი შონია
6. პაატა სილაგაძე
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნულ არამოსამართლე წევრს, თამარ ღვამიჩავას უფლებამოსილების ვადა რამდენიმე თვეში ეწურება, შესაბამისად, შემოწმება უნდა გავრცელდეს მომავალში დასანიშნ კანდიდატზე.
მათ თქმით, კეთილსინდისიერების საგანგებო შემოწმება უნდა გავრცელდეს პარლამენტის მიერ არჩეულ არამოსამართლე წევრებზე:
1. გიორგი გზობავა
2. ტრისტან ბენაშვილი
3. ზურაბ გურასპაშვილი
4. ლევან ნემსაძე
5. გოგა კიკილაშვილი
1. მიხეილ ჩინჩალაძე - თბილისის სააპელაციო სასამართლო
2. ირაკლი ბონდარენკო - ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
3. ვასილ მშვენიერაძე - თბილისის საქალაქო სასამართლო
4. ნიკოლოზ მარგველაშვილი - ქუთაისის საქალაქო სასამართლო
5. ეკატერინე კულულაშვილი - ბათუმის საქალაქო სასამართლო
6. დავით გელაშვილი - ფოთის საქალაქო სასამართლო
7. მამია ფხაკაძე - რუსთავის საქალაქო სასამართლო
8. როინ კახიძე - ამბროლაურის რაიონული სასამართლო
9. ანაიტ ოგანესიან - ახალციხის რაიონული სასამართლო
10. არარატ ესოიან - ახალქალაქის რაიონული სასამართლო
11. გიორგი გრატიაშვილი - ბოლნისის რაიონული სასამართლო
12. კობა გოცირიძე - გორის რაიონული სასამართლო
13. ნანა ჩალათაშვილი - გურჯაანის რაიონული სასამართლო
14. შოთა ნიკურაძე - ზესტაფონის რაიონული სასამართლო
15. ირაკლი აბშილავა - ზუგდიდის რაიონული სასამართლო
16. ვლადიმერ ხუჭუა - თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო
17. მარინე ცერცვაძე - თელავის რაიონული სასამართლო
18. მორის (ვაჟა) ფუხაშვილი - მცხეთის რაიონული სასამართლო
19. ლევან მეშველიანი - სამტრედიის რაიონული სასამართლო
20. ივანე ყიფიანი - საჩხერის რაიონული სასამართლო
21. ლევან ნუცუბიძე - სენაკის რაიონული სასამართლო
22. გიორგი ბუხრაშვილი - სიღნაღის რაიონული სასამართლო
23. მევლუდ ხათაშვილი - ხაშურის რაიონული სასამართლო
24. გოჩა ფუტკარაძე - ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ცაგერის რაიონული სასამართლოს და ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე არ ჰყავს.
"დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლოების კოლეგიებისა და პალატების თავმჯდომარეები კონკრეტულად არ არის ნახსენები ევროკავშირის პირობებში, თუმცა აღნიშნულია, რომ კეთილსინდისიერების შემოწმებას უნდა დაექვემდებარონ სასამართლო სისტემაში წამყვან პოზიციებზე მყოფი პირები. ამის გათვალისწინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლო, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს კოლეგიებისა და პალატების თავმჯდომარეებიც უნდა დაექვემდებარონ კეთილსინდისიერების შემოწმებას", - წერს სასამართლოს გუშაგი.
"სასამართლოს გუშაგი" ამბობს, რომ ამ ეტაპის მონაცემებით, საჭირო იქნება მხოლოდ რამდენიმე მოსამართლის კეთილსინდისიერების შემოწმება:
1. ირაკლი შენგელია - თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე
2. მალხაზ ოქროპირაშვილი - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე
3. სერგო მეთოფიშვილი - თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის თავმჯდომარე