
გასულ კვირას, 350-კაციან ქორწილში მყოფი ორი სტუმრისთვის კორონავირუსის დადასტურებას
ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი გამოეხმაურა. "რა ვქნათ, ქართველები ლაღი ერი ვართ" - თქვა თენგიზ ცერცვაძემ და აღნიშნა, რომ ვირუსთან მიმართებით ქვეყანაში კონტროლი მიმდინარეობს და ხელისუფლებამ რომ იმაზე მეტი ძალა გამოიყენოს, ვიდრე დღეს საჭიროა, ამას სხვა გართულებები ექნება და მოსალეობაშიც დიდ დისკომფორტს გამოიწვევს.
ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ იმას, რასაც მივაღწიეთ და უნდა შევასრულოთ ელემენტარული რეგულაციები, რომელიც გაწერილია. ეს რეგულაციები, დამიჯერეთ, არ არის ისეთი, რომ შეუძლებელი იყოს მისი შესრულება. ესაა პირბადეების ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა დახურულ სივრცეში, ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის შეკავება, სანიტაიზერებით ხელის ჰიგიენა. ეს მინიმალური შეზღუდვებია და როგორღაც, ნუ გავატანთ ქარს იმას, რასაც მივაღწიეთ. მინდა მივმართო საზოგადოებას, რომ ყველანაირი საფრთხის თავიდან აცილება შესაძლებელია, მაგრამ იმის წარმოდგენა, რომ ყველა საფრთხემ უკვე ჩაიარა, ეს თვითონ შეიცავს უდიდეს საფრთხეს. ეს არ უნდა გავაკეთოთ, ნუ ჩავთვლით, რომ ყველა საფრთხემ ჩაიარა, - ამბობს თენგიზ ცერცვაძე.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 8 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
მსოფლიოში კი კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 26 მილიონს გადააჭარბა, 860 000-ზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა.