დაკავებულია აჭარის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის შვილი. გამოძიება 20 წლის გოგოს ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას ედავება. ამოღებულია აკრძალული ნივთიერებების განსაკუთრებით დიდი რაოდენობა. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა მეგობართან ერთად ნარკოტიკები თერჯოლის ერთ-ერთ სოფელში ე.წ. ლოკაციაზე დადო, ფოტოები მყიდველს გადაუგზავნა, რის შემდეგაც მოვლენები დრამატულად განვითარდა.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით მეგობრებმა ნარკოტიკი თავადაც მოიხმარეს, რასაც ერთ-ერთი მათგანის, არჩილ ბარგამელიძის სიცოცხლე შეეწირა - სავარაუდოდ, ზედოზირების შედეგად. "ქართული ოცნების" მაღაჩინოსნის შვილი, 20 წლის ანა გუდავა კი მძიმე მუხლით არის დაკავებული, მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 14 წლით ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე "მთავარ არხს" არც სატელეფონო ზარებზე პასუხობს და არც საცხოვრებელ მისამართზე დახვდა.
იხილეთ ასევე: