ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე 1 მარტს სამი პირი დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით მანამდე ინფორმაცია "მთავარმა არხმა" გაავრცელა.
"საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამეგრელოს რეგიონში, სამ ლოკაციაზე, ბრალდებულებისაგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების ჯამში 54 500 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 256 000 ლარს აღემატება", - წერია უწყების განცხადებაში.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8-წლამდე ვადით.