ფონიჭალაში ორი ახალგაზრდა დაჭრეს

გამოქვეყნდა:

ფონიჭალაში ორი ახალგაზრდა ბიჭი დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა და დაჭრილები ამ დროისთვის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. თვითმხილველების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

როგორც "მთავარს" თვითმხილველმა უთხრა, დაჭრილები 17 და 19 წლის ბიჭები არიან. მისივე ინფორმაციით:
"დაჭრილის მამა პოლიციას ეუბნებოდა, რომ მისი შვილი ნარკორეალიზატორის შვილმა დაჭრა".

რა გახდა შემთხვევის მიზეზი, უცნობია. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულიხსმობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი