მკვლელობა თელავის რაიონში - მოკლულია 47 წლის მამაკაცი

გამოქვეყნდა:

მკვლელობა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში - 47 წლის მამაკაცი, სოფელ იყალთოში მცხოვრებმა, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. ადგილობრივების ინფორმაციით, სისხლიან გარჩევას წინ მხარეებს შორის კონფლიქტი უძღოდა. 

მოკლული მამაკაცი ავტომანქანების ყიდვა-გაყიდვის ბიზნესით იყო დაკავებული. როგორც რუისპირში ამბობენ, ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობა სწორედ ავტომობილის ყიდვასთან დაკავშირებით თანხის ნაწილში შეუთანხმებლობა გახდა.

მამაკაცი ჯერ სახლიდან გაიყვანეს და სასიკვდილო ცეცხლნასროლი ჭრილობა თავის არეში მიაყენეს. შემთხვევა იმ ტაქსიში მოხდა, რომლითაც კონფლიქტში მონაწილე პირები გაადადგილდებოდნენ. 

მკვლელობის ადგილას ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

 

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი