რუსთავში ახალგაზრდა კაცმა ყოფილ ცოლს, მუქარის შემდეგ, მანქანა დაუწვა

გამოქვეყნდა:

რუსთავში ახალგაზრდა კაცმა ყოფილ ცოლს, ცივი იარაღით მუქარის შემდეგ, ავტომობილი ჯერ დაუზიანა, შემდეგ კი დაუწვა - ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს და წერს, რომ კაცი უკვე დაკავებულია. 

მათი ინფორმაციით, შემთხვევის ადგილას მობილიზებული იყო პოლიცია და სახანძრო სამაშველო სამსახური.

შსს-ის ცნობით, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს 11 პრიმა 187-ე და 11 პრიმა 151-ე მუხლებით, რაც ოჯახის წევრის ნივთის დაზიანებას და მუქარას გულისხმობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი