ცალკე სივრცე სალოცავად | ადიგენის მერია მუსლიმი მრევლისგან შეთავაზებაზე, პასუხს ელოდება

გამოქვეყნდა:

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი მუსლიმ მლოცველებს ორშაბათს კონკრეტული პასუხით ელოდება. "მთავარ არხთან"  სატელეფონო საუბარში,  გოჩა ქიმაძე  ამბობს,  რომ შეთავაზება მათთვის უკვე გაკეთებულია, რის მიხედვითაც მუსლიმებისთვის ცალკე სივრცე გამოიყოფა და იქ ლოცვას შეძლებენ, თუმცა ეს წინადადება პრობლემურია იმ მხრივ, რომ პროცესებს კიდევ უფრო აჭიანურებს.

როგორც ქიმაძე ამბობს, ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელ სოფელში ჩაატარებს ლოცვას მუსლიმი თემი. 

"გადაწყვიტეს გადავიდნენ სალოცავად იმ სოფელში, სადაც  მუსლიმი თემი არის დასახლებული. ამაში ხელისუფლებაც ხელს შეუწყობს. ეს იქნება ფინანსური მხარე, თუ ნებართვების გაცემა, შეთანხმება მშენებლობის თუ სხვა.. [თუ რომელ სოფელში] ამას უკვე იტყვიან ორშაბათს. მოქალაქეების პროტესტი არის ის, რომ ის არის გზისპირი, ერთი მანქანაც ვერ ჩერდება და აი უსაფრთხოება, რომ ჰქონდეთ დაცული ამის გამო ხდება, რომ ეს გადავიდეს სხვაგან, ეს სალოცავი და მანამ, სანამ ეს სალოცავი აშენდება, ყველა სოფელში , საიდანაც მრევლი დადის არის მეჩეთი და ილოცებენ იქ, თავიანთ სოფლებში..[..]  აღარ ჩაატარებენ .. მერაბ მიქელაძე და ჯამბულ კახაძე ამაზე თანახმა არიან" -  ამბობს გოჩა ქიმაძე

შეგახსენებთ, რომ ადიგენის ცენტრში გუშინ, მუსლიმ მრევლს პარასკევის ლოცვის საშუალება არ მისცეს. რამდენიმე ათეული მოქალაქე სასულიერო პირებთან ერთად იუსუფ მიქელაძის საკუთრებასთან მივარდა და მუქარით მოითხოვდნენ ლოცვის შეწყვეტას. ვითარება იმდენად გამწვავდა, რომ ადგილზე პოლიციის ათობით თანამშრომლის გამოძახება გახდა საჭირო.

მომხდართან დაკავშირებით, დაკავებული არავინაა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი