ადიგენში მიმდინარე შეხვედრის გაშუქებაში პოლიცია ჟურნალისტს ხელს უშლიდა...მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გამოიძიოს ინციდენტი | კოალიცია

გამოქვეყნდა:

მედიის ადვოკატირების კოალიცია პოლიციის მხრიდან რეგიონული მედიის TOK TV-ს ჟურნალისტისთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტს ეხმაურება.  ორგანიზაცია ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ დროულად გამოიძიოს ჟურნალისტისთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის შეემთხვა.   

"ადგილობრივი მედიის TOK TV-ის გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ უშლიან ხელს პოლიციის წარმომადგენლები ჟურნალისტს ადიგენში მიმდინარე შეხვედრის გაშუქებაში, რომელსაც მერიისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მედია ცდილობდა, გაეგო თუ რა ხდებოდა მედრესესთან სადავო საკითხთან დაკავშირებით. 

პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას მედიის წარმომადგენლებისთვის ხელის შეშლა სერიოზულ კითხვებს აჩენს ხელისუფლების მხრიდან საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებასა და პრესის თავისუფლებასთან მიმართებით. მსგავსი ინციდენტი ზღუდავს მედიის თავისუფლების ფუნდამენტურ უფლებას და ხელს უშლის პრესას პროფესიული მოვალეობის განხორციელებაში.

მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს ხელისუფლებას, სწრაფად გამოიძიოს აღნიშნული ინციდენტი და მედიის წარმომადგენლებისათვის შესაბამისი სამუშაო გარემოს შექმნა უზრუნველყოს," - წერია განცხადებაში.

ასევე ნახეთ: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი