მშენებლობისას დაღუპული პირის ვინაობა ცნობილია | თემქაზე მომხდარი ტრაგედიის დეტალები

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხისთვის" ცნობილი ხდება იმ პირის ვინაობა, ვინც გუშინ თემქაზე, მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდა - დაღუპული 26 წლის ვახო ქართლელიშვილია.

შემთხვევის ადგილზე მთელი ღამე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. ტერიტორია კვლავ ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. სწორედ გამოძიების მიმდინარეობისას გახდება ცნობილი, იყო თუ არა მშენებარე ობიექტზე უსაფრთხოების ზომები დაცული.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა კაცი მე-11 სართულის სიმაღლიდან გადმოვარდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადას ის უკვე გარდაცვლილი დახვდა. დაღუპულის ახლობლები ამბობენ, რომ ობიექტზე უსაფრთხოების ნორმები დაცული არ იყო. 

ასევე ნახეთ:

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი