გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ | რუსთავში 40 წლამდე კაცს პატიმრობა მიუსაჯეს

გამოქვეყნდა:

გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ - რუსთავში მომხდარის შესახებ "მთავარ არხთან" იმ სკოლის დირექტორი საუბრობს, სადაც 12 წლამდე ბავშვი სწავლობს. ამბობს, რომ შემთხვევის შესახებ კლასის დამრიგებელმა მოზარდის მშობლისგან გაიგო. საქმე ეხება სექსუალურ შევიწროებას, რა დროსაც 40 წლამდე კაცი მეზობელ ბავშვს სახლში ეპატიჟებოდა და მის მიმართ გარყვნილ ქმედებას ახორციელებდა.

ცნობილია, რომ 40-წლამდე კაცს, სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მიუსაჯა.

ამ ფაქტის შესახებ გავიგეთ მომხდარიდან მეორე დღეს, როცა მოსწავლე არ გამოცხადდა სკოლაში. დამრიგებელმა დარეკა მშობლებთან, მოიკითხა ბავშვი და მშობელმა უამბო ამ ფაქტის შესახებ. რაზეც მყისიერი რეაგირება მოვახდინეთ. იმ წუთშივე გავიგეთ, რომ პოლიცია საქმის კურსში იყო. დაკავებული იყო ეს პიროვნება. მშობელი დავიბარეთ, გავესაუბრეთ, კანონით გათვალისწინებული ყველა ნაბიჯები გადავდგით, ჩავრთეთ მანდატურის სამსახური და შევთავაზეთ ბავშვს ფსიქოლოგის დახმარება... [მშობელმა როგორ გაიგო ამ ფაქტის შესახებ?] ბავშვისგან, რა თქმა უნდა, ბავშვმა უამბო ყველაფერი. მშომელმა როგორც კი გაიგო, ჩვენი ინფორმაციით, მყისიერად პოლიციას შეატყობინა. სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზეც ყოფილა ასეთი შემთხვევა..., - ამბობს სკოლის დირექტორი.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი