სოლიდარობის აქცია ბათუმში | მუსლიმი მრევლი ადიგენში მომხდარი ფაქტის გამოძიებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

საპროტესტო აქცია ბათუმში - მუსლიმი მრევლი ადიგენში მომხდარი ფაქტის სასწრაფო გამოძიებას ითხოვს. ბათუმის მეჩეთთან შეკრებილები ადიგენში მცხოვრებ მუსლიმებს სოლიდარობას უცხადებენ და ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმას სთხოვენ. აჭარაში მცხოვრები მუსლიმები მომავალ კვირას ადიგენში წასვლასაც გეგმავენ.

შეგახსენებთ, რომ 8 მარტს ადიგენში პარასკევის ლოცვაზე შეკრებილ მუსლიმებს რამდენიმე ათეული მოქალაქე, მათ შორის, სასულიერო პირები მიუვარდნენ და მუქარით მოითხოვდნენ ტერიტორიის დატოვებას. მუსლიმ და ქრისტიან მოსახლეობას შორის დაპირისპირება ქალაქის ცენტრში მოხდა. ვითარება იმდენად გამწვავდა, რომ ადგილზე პოლიციის ათობით თანამშრომლის გამოძახება გახდა საჭირო.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ადიგენში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია და არც გამოძიება დაწყებულა.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი