სურვილი არ მაქვს მაგ კაცთან კომუნიკაცია მქონდესო - დეა კაპანაძე ბაჩალიაშვილების ადვოკატზე 

გამოქვეყნდა:

შეცვლილი ჩვენებები და განსხვავებული ვერსიები თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში. ადვოკატმა დღეს დაღუპული გოგონას ახლო მეგობრის, დეა კაპანაძის ჩვენებებზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კაპანაძეს გამოძიებისთვის სხვდასხვა დროს, ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია აქვს მიწოდებული.

მაგალითისთვის, მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ ერთ-ერთ პირველ ჩვენებაში, კაპანაძე წერს, რომ წარსულში, თამარ ბაჩალიაშვილის სუიციდის მცდელობის შესახებ ინფორმაცია მათი საერთო მეგობრისა და თანაკლასელისგან მიიღო, ხოლო მეორე ჩვენებაში ამბობს, რომ მომხდარის შესახებ თავად თამარმა უამბო.

თუმცა, რამიშვილი ამბობს, რომ მან გამოკითხა ბაჩალიაშვილის თანაკლასელები და არც ერთი მათგანი წარსულში სუიციდის მცდელობას არ ადასტურებს.

გარდა ამისა, მიხეილ რამიშვილის თქმით, დეა კაპანაძემ პირველ დაკითხვაზე გამოძიებას უთხრა, რომ თამარის ხასიათიდან გამომდინარე, ის გამორიცხავდა ბაჩალიაშვილი უცხო ადამიანის თხოვნით შორ მანძილზე წასულიყო და განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ ეს ადამიანი კაცი იქნებოდა, რაც შეეხება ქალს - მიხეილ რამიშვილის თქმით, კაპანაძეს ქალი ასე კატეგორიულად არ გამოურიცხავს.

მიხელ რამიშვილი ამბობს, რომ ეს ჩვენება დამატებითი ინტერესის საგანი უნდა გახდეს და გამოძიებამ უნდა ამოიღოს სატელეფონო ჩანაწერები ვინ დაურეკა პროგრამისტს 18 ივლისის დილას.

რამიშვილის თქმით, დეა კაპანაძე და პროკურატურა თანამშრომლობენ და გამოძიება საკუთარი ვერსიის- თვითმკვლელობის გამყარებას, სწორედ ბაჩალიაშვილის ახლო მეგობრის ჩვენებებით ცდილობს.

ადვოკატი ამბობს, რომ დეა კაპანაძე მასთან ურთიერთობაზე კატეგორიულ უარს აცხადებს:

მე ვნახე ბაჩანასი და დეას მიმოწერა, სადაც პირდაპირ ეკითხება ბაჩანა- ადვოკატთან თუ გექნება ურთიერთობაო და დეა პირდაპირ პასუხობს, რომ არანაირი სურვილი არ მაქვს მე თამარის ადვოკატთან, მაგ კაცთან რაიმე კომუნიკაცია მქონდესო. ჩემი ყველანაირი მცდელობისა, თავს არიდებდა ჩემთან ურთიერთობას- ამბობს მიხეილ რამიშვილი

როგორც ადვოკატმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა, გეგმავს გაასაჯაროოს სხვა ჩვენებები, მათ შორის მწყემსების ჩვენები, რომელიც მისივე თქმით, მნიშვნელოვნად ცვლის საქმის გარემოებებს. 

გარდა ამისა ადვოკატი ამბობს, რომ გამოძიებამ სატელიტიდან, 18-22 ივლისის მასალა უნდა ამოიღოს, რათა საბოლოოდ დადგინდეს, იყო თუ რა ამ დროის განმავლობაში ბაჩალაიაშვილის მანქანა იქ, სადაც 22 ივლისს ის აღმოაჩინეს - თეთრიწყაროს ტყეში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი