ავტოსაგზაო შემთხვევა გორი-ტყვიავის გზაზე.
მსუბუქი ავტომობილი, რომელსაც სავარაუდოდ, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფილი მამაკაცი მართავდა, ხეს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად დაიღუპა მძღოლის შვილი, 12 წლის ბავშვი.
ფაქტი ცოტა ხნის წინ მოხდა, ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.