ახალციხეში მცირეწლოვანს მოტოციკლი დაეჯახა. შემთხვევა დღეს, 6 სექტემბერს მოხდა.
დაშავებული, თავდაპირველად, ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ამ წუთებში კი კატასტროფის ბრიგადას ის თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადმოჰყავს. ექიმების შეფასებით, პაციენტის
მდგომარეობა მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე ძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.