ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში - პუშკინისა და თაყაიშვილის ქუჩების კვეთაში ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი მსუბუქად დაშავდა.
ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
თვითმხილველების ინფორმაციით, ერთ-ერთ მანქანას ახალგაზრდა ქალი მართავდა, რომელიც გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სამედიცინო სამსახურის ეკიპაჟები.