"მძიმე მდგომარეობაში ვიყავი - ამ განაჩენის სიხარულმა ყველა ტკივილი დამავიწყა" | როზეტა ყალიჩავას დედა მისი შვილის მკვლელისთვის სამუდამო პატიმრობის მისჯაზე

გამოქვეყნდა:

"მძიმე მდგომარეობაში ვიყავი - ამ განაჩენის სიხარულმა ყველა ტკივილი დამავიწყა", - ასე ეხმაურება როზეტა ყალიჩავას დედა პოლონეთის სასამართლოს მიერ მისი შვილის მკვლელისთვის სამუდამო პატიმრობის მისჯას.

ძაან მძიმე მდგომარეობაში ვიყავი ჯანმრთელობის მხრიდან. იმის სიხარულმა, რომ ეს განაჩენი გამოუტანეს, ყველაფერი დამავიწყა - ტკივილიც და ყველაფერიც, იმიტომ რომ ყველა, ყველა უნდა დაისაჯოს ვინც ასე იქცევა და ასე სადისტურად ექცევა თავის მეუღლეს. თუ არ მოსწონს, გაუშვას თავის გზაზე, რატომ უკლავს დედას შვილებს. რატომ გამამწარა... ბავშვები ამბობენ, ჩვენ იქ დაგვტოვა და წყალს მოგიტანთ მამიკოო, გვითხრაო. მერე ეძება ბაბუამ და დედასთან წასულა და ნახე რა დამართა დედასო. იმ წუთში ვერ მოასწრო, ეუბნებოდა თურმე, ურეკავდა, კარი არ გაუღოო მაგრამ შეამტვრია კარები, - ამბობს როზეტა ყალიჩავას დედა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი