ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დოღლაურში, კაცს თანასოფლელმა ყური მოაჭრა

გამოქვეყნდა:

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დოღლაურში, 46  წლის დავით ტარუაშვილს თანასოფლელმა ყური მოაჭრა. დანაშაული რამდენიმე დღის წინ მოხდა. 

"მთავარი არხის” ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე პირები შემთხვევის დროს, ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდნენ. დაკავებული 37 წლის გიორგი მაღლაკელიძეა.

როგორც “მთავარს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი