კაცს, რომელმაც ქარელში თანასოფლელს ყური მოაჭრა, წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

გამოქვეყნდა:

37 წლის გიორგი მაღლაკელიძეს, რომელმაც ქარელში თანასოფლელს, 46 წლის დავით ტარუაშვილს ყური მოაჭრა, წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს - შემთხვევა რამდენიმე დღის წინ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დოღლაურში მოხდა. 

"მთავარი არხის” ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე პირები შემთხვევის დროს, ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდნენ. 

"ჩემი შვილი დააკავეს, გუშინ ჰქონდა სასამართლო, დროებითი, რომელმაც თქვა, რომ 22 აპრილს აქვს სასამართლო. ე.ი, ეგ იძახის, არ ვჩივივარ არაფერსო, ვისაც ყური მოაჭრა. ეგენი ნასვამები იყვნენ, ჩემო ძმაო, რა მოხდა იმათ შორის, არ ვიცი. იმან შეაგინა დედაო, ესეც მთვრალი იყო, დანა დაინახა და იძახის, რომ რაღაცას ვაკეთებდით და მოუხვდა დანაო", - ამბობს ბრალდებულის დედა.

როგორც “მთავარ არხს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი