თბილისში, ყაზბეგის გამზირზე ზოომაღაზია "დოგუნა" გაქურდეს. როგორც ობიექტის წარმომადგენლებმა "მთავარი არხის" ვებგვერდს აცნობეს, შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა მაღაზიაში შესვლა კარის დაზიანების შედეგად მოახერხა. სალაროდან წაღებულია 400 ლარამდე თანხა. შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ამოღებულია ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერები.