საქართველოში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა

გამოქვეყნდა:

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

ინფორმაცია StopCoV.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან 6 საკონდიტრო "დონას" კლასტერიდანაა, 15 პაციენტის წყარო არის დაავადებულთან კონტაქტი, 8 პაციენტს აქვს მოგზაურობის ისტორია აჭარაში, 1  სამედიცინო პერსონალია, 2 არის შემოტანილი შემთხვევა, ხოლო 2-ზე ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 1684
  • გამოჯანმრთელებულია - 1315
  • მათ შორის გარდაცვლილია - 19
  • კარანტინის რეჟიმში რჩება -  6020
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ -  299, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობამ 27 მილიონს გადააჭარბა, 887 000-ზე მეტი გარდაიცვალა, 20 მილიონამდე კი გამოჯანმრთელდა. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი