ვარკეთილში, მაღაზია დააყაჩაღეს. ორი მამაკაცი ე.წ. "სვანების ბაზრობის" ერთ-ერთ საბითუმო მაღაზიაში ცეცხლსასროლი იარაღით შეიჭრა.
თავდამსხმელებმა იარაღის მუქარით 15 ათასი ლარი წაიღეს.მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო. პოლიციამ მაღაზიაში დამონტაჟებული ვიდეოკამერების ჩანაწერებიც ამოიღო.