"სვის კაპიტალის" საცავი გაქურდეს. საფინანსო ორგანიზაციის დიღმის ფილიალში რამდენიმე დღის წინ, გამთენიისას შეიჭრნენ. "მთავარის" ინფორმაციით, წაღებულია მომხმარებლების მიერ ლომბარდში ჩაბარებული ძვირფასეულობა და ფული.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს რომ საქმის გამოძიება ქურდობის მუხლით არის დაწყებული.
გომელაურის უწყება უპასუხოდ ტოვებს კითხვას, ყავს თუ არა გამოძიებას დამნაშავე იდენტიფიცირებული და რა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს საქმესთან დაკავშირებით.
"მთავარ არხის" ინფორმაციით, დამნაშავე "სვის კაპიტალში" კორპუსის სარდაფიდან შევიდა.
საფინანსო ორგანიზაციაში "მთავარის" შეკითხვებს არ პასუხობენ, შესაბამისად უცნობია, რა რაოდენობის ოქრო და ფულია წაღებული. უცნობია ისიც, დააფიქსირა თუ არა ქურდობის ფაქტი მიკროსაფინანსოს სამეთვალყურეო კამერებმა.