მკვლელობა თუ თვითმკვლელობა? კითხვები და საეჭვო გარემოებები 23 წლის ნიკოლოზ კოშაძის გარდაცვალების საქმეში. უკვე 5 წელია შვილმკვდარი დედა სამართალს ეძებს და ცდილობს დაადგინოს რა მოხდა საფრანგეთის, ქალაქ შალონის ციხეში; თან იმ პირობებში რომ მისი შვილი ციხიდან 1 თვეში უნდა გამოსულიყო. ექსპერტიზა ოჯახის დაჟინებული მოთხოვნით რამდენიმე დღის დაგვიანებით ჩატარდა. თუმცა დედის ინფორმაციით, ცხედრის გაკვეთის შემდეგ ექსპერტებს შინაგანი ორგანოები არ დახვდათ. სწორედ ეს გარემოება უჩენს ეჭვს 23 წლის ბიჭის დედას რომ მისი შვილი რეალურად მოკლეს. ნიკოლოზ კოშაძის ოჯახი სიმართლის დადგენას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეეცდება.