ოკუპირებულ გალში, ორსული ქალი სახლში გარდაცვლილი იპოვეს

გამოქვეყნდა:

ოკუპირებულ გალში, სოფელ ჩხორთოლში 38 წლის ქალი სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ქალი სამი თვის ორსული იყო. 

ერთ-ერთი ვერსიით, ის ქმრის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა, თუმცა არსებული ინფორმაციით, თავად ქმარი აცხადებს, რომ ქალმა თავი მოიკლა. 

ცხედარი წუხელ სოხუმში, ქალის დეიდისა და ძმის მოთხოვნით, ექსპერტიზაზე გადაასვენეს. პირველადი ინფორმაციით, ცხედარს ძალადობის კვალი აღენიშნება და სიკვდილი გაცილებით ადრე დადგა, ვიდრე ქმარმა სავარაუდო სუიციდის დრო დაასახელა. 

გავრცელებული ინფორმაციით, 38 წლის ე.რ. ქმრის მხრიდან მუდმივი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო და სახლიდან წასვლის შემთხვევაში კაცი მას მშობლების დახოცვით ემუქრებოდა. 

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი