განადგურებული მტკიცებულებები და დაუსჯელი სავარაუდო მკვლელი | 1 წელი 12 წლის ანას ბურუსით მოცული გარდაცვალებიდან

გამოქვეყნდა:

მოკლული 12 წლის გოგონა - განადგურებული მტკიცებულებები და გამოძიების ერთი წელი, რომელსაც არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. 12 წლის ანა ინუშაიტიტეს საქმეზე ჩვენ რამდენიმე ჟურნალისტური გამოძიება მოვამაზადეთ და ყველა იმ დარღევასა თუ გადაცდომაზე, რაზეც ჩვენ ვამახვილებდით ყურადღებას, 
სამართალდამცავი უწყებები თვეების დაგვიანებით რეაგირებდნენ.

დროს კი ასეთ გამოძიებებში, როცა შესაძლოა საქმე გქონდეს ბავშვის მკვლელთან, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ანას გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე სახალხო დამცველის აპარატმა დაადასტურა და გაიზიარა ყველა ის შენიშვნა, რაც ჩვენს მიერ მომზადებული რეპოტრაჟების დროს იქნა გამოააშკარავებული.

ბავშვის სხეულზე აღმოჩენილი იქნა უცხო თმა, რომელიც დალუქვის შემდეგ დაობდა. სამხარაულის ერთი ექსპერტის მიმართ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც ბრალი ედება ნივთმტკიცებულებების განადგურებაში. თუმცა, ცუდად ჩატარებული გამოძიების ჯაჭვი იმდენად გრძელია, რომ შესაძლოა მალე ბრალდებულთა სკამზე სხვა ექპერტები და გამომძიებლებიც ვიხილოთ. გოგონას ყელის არეში ბლაგვი საგნით მიყენებული ნაკვალევი აღენიშნება, საიდან და რის გამო შეიძლება ასეთი ნაჭდევი გაჩენილიყო - გამოძიებას არც ამაზე აქვს რაიმე დამაჯერებელი ვერსია. ერთი სიტყვით, ტრაგედიიდან ერთი წლის თავზე კიდევ უფრო მეტი პასუხგაუცემელი კითხვაა  - სავარაუდო მკვლელი კი ისევ დაუსჯელია.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი