ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, უცნობმა პირებმა მაღაზიათა ქსელ "ფემილის” ობიექტი გატეხეს. "მთავარმა არხმა" სათვალთვალო კამერის ჩანაწერები მოიპოვა, სადაც ჩანს, როგორ შედიან უცნობი პირები მაღაზიაში და თამბაქოს იპარავენ.
არსებული ინფორმაციით, წაღებულია გარკვეული თანხაც. ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებულნი. ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები.
ქუთაისში ბიზნესი დახმარებას ითხოვს და გაზრდილ კრიმინალურ შემთხვევებზე საუბრობენ.
"დღეს დილით გატეხილი დაგვხვდა ობიექტი, წაღებულია გარკვეული თანხა, ასევე სიგარეტი...ეს არ არის პირველი შემთხვევა. ძალიან ბევრი ფაქტია ასეთი და უმოკლეს დროში. ხდება გატეხა კარების, შემდეგ შეამტვრიეს საწყობის კარებიც," - ამბობს მაღაზიის ერთ-ერთი თანამშრომელი.