აჭარის ტელევიზიამ მაუწყებლობა განაახლა

გამოქვეყნდა:

აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მუშაობა განაახლა.სამუშაო პროცესი მას შემდეგ შეწყდა, რაც მაუწყებლის  ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი აღმოაჩნდა.

ინფიცირებული ბათუმის კოვიდმიმღებ ცენტრში მკურნალობს,  თანამშრომლებს კი ტესტირება ჩაუტარდა. პირველი ტესტის პასუხები ყველა თანამშრომელთან უარყოფითია. საკარანტინო სივრცეში 12 ადამიანია გადაყვანილი. ტელევიზიის რამდენიმე თანამშრომელი კი იზოლაციაში იმყოფება. 

აჭარის ტელევიზიამ მაუწყებლობა 5 სექტემბერს შეწყვიტა. 

 

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი