ლაგოდეხის ნაკრძალში, ტურისტის გაუპატიურებისათვის მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა

გამოქვეყნდა:

ლაგოდეხის ნაკრძალში, ტურისტის გაუპატიურებისათვის ბრალდებულ მამაკაცს გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ  პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდებულის ადვოკატი  7 ათას-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ბრალდების მხარის არგუმენტები გაიზიარა,რომ ბრალდებულს საქმის მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენა, ან მიმალვა შეუძლია.

გამოძიება 27 წლის ახალგაზრდას, საქართველოში გერმანიდან ჩამოსული ტურისტი ქალის, უმწეო მდგომარეობის გამოყენებით გაუპატიურებას ედავება. გამოძიების ინფორმაციით, 4 სექტემბერს, შავი კლდეების ტბასთან, გერმანიიდან ჩამოსული ოჯახი, ღამეს ტურისტების თავშესაფარში ათევდა. ტბაზე, ლაგოდეხში მცხოვრები ხუთი ახალგაზრდაც იმყოფებოდა, რომელთაგან ერთ-ერთმა, ტურისტი ქალი გააუპატიურა.

მამაკაცს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 137- ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წაყენებული. საქმეზე შესაბამისი ექსპერტიზა, უკვე დანიშნულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი