ზუგდიდში, 75 წლამდე ქალის გაუპატიურების მცდელობისთვის მეზობელი დააკავეს

გამოქვეყნდა:

სავარაუდო სექსუალური ძალადობის მცდელობის ფაქტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში - გასულ ღამეს 75 წლამდე ასაკის ქალს მეზობელი, 50 წლამდე კაცი საკუთარ სახლში თავს დაესხა და მასზე ძალადობა სცადა. კაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ქალმა მისი ამოცნობა მას შემდეგ შეძლო, რაც მოძალადეს ნიღაბი ჩამოხსნა, რომლითაც ის სახეს იფარავდა. ამის შემდეგ კაცი გაიქცა, თუმცა ის დაკავებულია.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-137-ე მუხლით, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს.

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი