საქართველოდან ისრაელში დაავადებული ემბრიონების შეტანის საქმეზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნდა:

საქართველოს პროკურატურა,  ისრაელში საქართველოდან დაავადებული ემბრიონების შეტანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით,  დონაციის და სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში საპროცესო მოქმედებები ჩატარდა.  დაგეგმილია საქართველოს და ისრაელის მოქალაქეების მოწმის სახით გამოკითხვაც.

"საქართველოს პროკურატურის და ისრაელის სამართალდამცავთა ერთობლივი მონაწილეობით, ისრაელის სახელმწიფოდან შემოსული სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის საფუძველზე,  ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში, ქალაქ ბათუმში მდებარე ხელოვნური განაყოფიერების, დონაციის და სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში (სამედიცინო კლინიკა)  საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩატარდა.

სამართალდამცველებმა სამედიცინო კლინიკიდან  დოკუმენტაცია და ელექტრონული ინფორმაცია ამოიღეს.

ამ ეტაპზე, საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები გრძელდება, მათ შორის დაგეგმილია საქართველოს და ისრაელის მოქალაქეების მოწმის სახით გამოკითხვა" - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში 

შეგახსენებთ, რომ ისრაელის პოლიცია  დაავადებული ემბრიონების საქმეს იძიებს. გამოძიების ინფორმაციით,  ისრაელში საქართველოდან დაავადებული ემბრიონები შეჰქონდათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი