პერსონალური ინფორმაციის გაჟონვის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ფაქტი ბოლო წლების განმავლობაში. დანაშაულებრივი თავდასხმის სამიზნე და ინფორმაციის წყარო კომპანია "სილქნეტია". მისი სისტემიდან ჰაკერებმა ათობით ათასი ადამიანის მონაცემი მოიპარეს. ძირითადად საუბარია პირადობის მოწმობების ასლებზე, თუმცა რამდენად სანდოა ეს განმარტება, უცნობია. ფაქტია, რომ თავად "სილქნეტმა" მომხდარის შესახებ დუმილი არჩია. საქმეს ახლა სუსი იძიებს. უსაფრთხოების სამსახური მოქალაქეებს არწმუნებს, რომ საფრთხე არ არსებობს და პერსონალური მონაცემების გამოყენება რაიმე მიზნით - შეუძლებელია.