ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში ქმარმა ცოლი დანით დაჭრა. არსებული ინფორმაციით, კაცმა ქალს ჭრილობა ზურგის არეში მიაყენა.
სავარაუდო დამნაშავე პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. დაშავებული ქალი, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა.
დანაშაულის მოტივი უცნობია. 40 წლამდე კაცი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. შსს- ინფორმაციით, გამოძიება 11პრიმა 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
ავტორი: ია გულიაშვილი