დრონის კადრებში ტერიტორია, სადაც ბაჩალიაშვილი იპოვეს, გადაღებული არ არის 

გამოქვეყნდა:

დრონით გადაღებულ კადრებში არ ჩანს ადგილი, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი იპოვეს - განცხადებას ამის შესახებ ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აკეთებს. რამიშვილი პროკურატურაში დღეს დრონით გადაღებული მასალა ნახა, რომელიც გამოძიებას საქმეში აქვს შეტანილი.

როგორც რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დრონით გადაღებულ კადრებში გაურკვეველი ტერიტორიებია დაფიქსირებული.

მისივე შეფასებით, გამოძიება, "მოჩვენებითი სამძებრო სამუშაობი" ჩაატარა.

სპეციალურად არ ჩატარდა სამძებრო სამუშაოები იმ მიმართულებით, სადაც ბოლო ინფორმაციით გაიარა თამარის ავტომობილმა - ამბობს რამიშვილი და არ გამორიცხავს, რომ ჩანაწერებში დაფიქსირებული დრო შეცვლილი იყოს.

არ არის იქ მოძებნილი ავტომობილი, იქ დრონით არ მუშაობდნენ. დაფიქსირებული ვადები, როდესაც გადაღება მიმდინარეობდა შეიძლება შეცვლილიცაა და მითითებულია 19-21 ივლისი, მაგრამ ასეთი ტერიტორია, სიახლოვეზეც არ მაქვს ნანახი" ამბობს რამიშვილი.

30 წუთიან მასალას დღეს "ადამიანის უფლებათა დაცვისცენტრის" იურისტებიც გაეცნენ. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები გამოძიების ხარვეზებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ საქმის მასალებში მითითებულიც კი არ არის რა ტერიტორიაზე ეძებდნენ ბაჩალიაშვილის მანქანას 

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ახალი გარემოება გაჩნდა - საუბარია პროგრამისტის მანქანაში აღმოჩენილ სისხლის კვალზე. ასევე ნანახია სხვადსხვა დნმ-ს ნიმუში. ​პროკურატურა ახალ გარემოებებს მალავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი