მკვლელობა ქობულეთში - 50 წლამდე კაცმა 40 წლამდე კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. ის კლინიკაში მიყვანისთანავე დაიღუპა. თვითმხილველების თქმით, შემთხვევა გუშინ საღამოს, აღმაშენებლის ქუჩაზე, მოხდა. დაპირისპირებას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. თუმცა, ადგილობრივებს მის მოტივებზე საუბარი უჭირთ.
"მთავარი არხის" გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა მოკლულის ოჯახშიც, თუმცა სატელევიზიო კომენტარის გაკეთებისგან მათ თავი შეიკავეს.
ცნობისთვის, სავარაუდო დამნაშავე პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიხედვით, მას შემდეგ რაც მან ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 10 -დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ავტორი: თეა ვაშალომიძე