ოზურგეთში მომხდარ დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

გამოქვეყნდა:

ოზურგეთში მომხდარ დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236 მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი. მას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"მოყვანილია ახალგაზრდა მამაკაცი. აღენიშნება ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული  ჭრილობა. ეს ჭრილობა იწყება მარჯვენა თეძოს ძვლის ფრთის არედან. ეს ფრთა არის გახვრეტილი...ამჟამად კვლევების პროცესშია, უტარდება ტომოგრაფია, დაზუსტდება დიაგნოზი და აღმოუჩენენ შესაბამის დახმარებას," - ამბობს "მედალფას" დირექტორი, დავით მდინარაძე.

შეგახსენებთ, რომ ოზურგეთში, 40 წლამდე კაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, გუშინ  23 მარტს დაჭრეს.

 

არა რუსულ კანონს! | მთავარი არხის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი