ვადაგასული საკვები, ანტისანიტარია და ხარვეზები სამედიცინო კუთხით | ქუთაისის ციხეში პატიმარი მეოთხე დღეა შიმშილობს

გამოქვეყნდა:

ქუთაისის ნომერ მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარი, მეოთხე დღეა, შიმშილობს. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ  სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევას, საკვებზე არსებულ პრობლემებსა და სამედიცინო კუთხით არსებულ ხარვეზებს აპროტესტებს.

უფლებადამცველის განმარტებით, პატიმარმა გოჩა ცინდელიანმა აღნიშნულ პირობებზე სახალხო დამცველსა და გენერალურ პროკურატურას მიმართა, მას შემდეგ კი რაც ფაქტი ციხის ადმინისტრაციამ გაიგო, მსაჯავრდებულს მოსთხოვეს, რომ წერილის შინაარსი შეცვლილიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დეესკალაციის ოთახში გადაყვანით დაემუქრა.

"განცხადების დაწერა გადამაწყვეტინა N2 ენიტენციური დაწესებულების დირექტორის მუქარამ, რომ თუ პრობლემებზე გავამახვილებდი ყურადღებას, ჩამიყვანდა დეესკალაციის ოთახში. სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა არის მძიმე. საშხაპეში ყოველ ჯერზე შედის 80 პატიმარი, ბანაობა კვირაში ორჯერაა. აბაზანას არ აქვს ვენტილაცია. ანტისანიტარიის გამო, უკვე 6 თვეა, აბაზანით არ მისარგებლია, საკანში ვბანაობ. სურსათის უვნებლობის სამსახურს ვთხოვ, შეამოწმოს საკვები, რადგან ვადაგასულობისა და არაჰიგიენურად მომზადების გამო, აქვს გაუსაძლისი სუნი. იძულებული ვარ, საკვები ჩემი ხარჯებით შევიძინო ციხის მაღაზიაში, სადაც ძირითადად ვადაგასული პროდუქტები იყიდება. არის ხარისხიანი მედიკამენტების დეფიციტიც. აქვთ უხარისხო შემცვლელები და ამ მედიკამენტებზეც ხვეწნა უწევთ პატიმრებს", - წერს პატიმარი წერილში.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი