შეზღუდვები მკაცრდება - ბიზნესი კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაშია

გამოქვეყნდა:

მთავრობის მიერ დაანონსებული ახალი რეგულაციების შემდეგ, რესტორნების კაფე -ბარებისა და იმ ობიექტების მფლობელები, რომლებიც კოვიდ 19-თან  ბრძოლის ტაქტიკამ ისედაც დააზარალა, ფინანსური კრიზისის ახალი ტალღის მოლოდინში არიან. დღეს ცნობილი გახდა "რომ" ოცნების ხელისულება ახალ რეგულაციებს აწესებს, რომელიც 15 სექტემბრიდან შედის ძალაში. 

საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებით, დახურულ სივრცეებში, სოციალური და სარიტუალო ღონისძიებების კონტროლი გამკაცრდება მას შსს-ს თანამშრომლები გააკონტროლებენ.

ობიექტი თავდაპირველად სიტყვიერ გაფრთხილებას მიიღებ, შემდგ დაჯარიმდება, მესამე შემთხვევაში კი სისხლის სამართლებრივი მსვლელობა მიეცემა.

დახურულ სივრცეებში სოციალური ღონისძიებების ჩატარების კონტროლი უკიდურისედ გამკაცრდება, მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს არ ეხება ღია სივრცეს, ღია სივრცეში დამატებითი მოთხოვნები იქნება, მაგრამ ეს იქნება შედარებით მსუბუქი მოთხოვნები - ამბობს პრემიერი.

კაფე-ბარებისა და რესტორნები წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისედაც რთულ მდგომარეობას, რომელიც მათ პანდემიამ შეუქმნა, ახალი რეგულაციები კიდევ უფრო დაამძიმებს.

 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი