თბილისში კაცმა მეზობელი, ახალგაზრდა ქალი დაჭრა - არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ვაზისუბანში მოხდა.
როგორც ირკვევა, დაჭრილი 30 წლამდე ქალია და ის კლინიკაში უკვე გადაიყვანეს.
ცნობილი ხდება, რომ ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.
"მთავარი არხის" ვებგვერდი დეტალების დაზუსტებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.