შეყვარებულის დაჭრაში ბრალდებული ქალი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას თავისუფლებაზე დაელოდება. მაკა ალექსანდრიას მოსამართლე ნანა შამათავამ პატიმრობა 30 ათასლარიანი გირაოთი შეუცვალა. 28 წლის ქალს გამოძიება სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება. ალექსანდრიამ შეყვარებულს ცივი იარაღით მრავლობითი დაზიანებება ეჭვიანობის ნიადაგზე მიაყენა. სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა დღეს დანაშაული აღიარა და დეტალურად ისაუბრა, რა მოხდა ფონიჭალაში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან.
"ძაან მძიმე იყო, როდესაც შენს საყვარელ ორ ადამიანს, შენს საკუთარ სახლში, შედიხარ შენს ოთახში და ხედავ... მთლიანად შიშვლებს... ამ სახლის დანახვაც აღარ მინდა უკვე. ან ბოდიში ან რაღაც ყოფილიყო, პირიქით, ზეწოლა მოდიოდა ჩემზე. როგორ დავუმტკიცებ რომ ეს ხდება. სახლიდან არ გადიოდნენ. წამოვიდა დაპირისპირება როდესაც ვუთხარი, რომ მის ქმარს ვეტყოდი სხვა ისტორიასაც და არამხოლოდ ამას... ამის შემდეგ წამოვიდა დაპირისპირება," - ამბობს მაკა ალექსანდრია.